Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ჭიათურაში ახალ საბაგიროებს დაგი-სკი დაამონტაჟებს
GBC news
26 June 2016, 19:06

თბილისი (GBC) - ჭიათურაში ახალი საბაგიროების მონტაჟს "დაგი სკი"  განახორციელებს.

კომპანიამ მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერში გაიმარჯვა და 7,7 მილიონიანი კონტრაქტი მოიპოვა.

არსებულის დემონტაჟისა და ახალი რევერსიული გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების სამონტაჟო და შესაბამისი ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოების მაქსიმალურ ღირებულებად 8.5 მლნ იყო გათვალისწინებული.

ჭიათურაში გონდოლებიანი საბაგირო-სატრანსპორტო სისტემების მთლიანი კომპლექტაცია მიწოდებული იქნება ფრანგული კომპანია „პომაგალსკის“ მიერ.

აშენდება ცენტრალური სადგური, ასევე ნაგუთის,  ლეჟუბანისა და სანატორიუმის სადგურები. 

შეგახსენენთ, ჭიათურის საბაგირო ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, რომლითაც ყოველდღიურად 10 ათასზე მეტი პირი სარგებლობს.

საბაგირო გზები დღემდე იმ მანქანა-დანადგარებით ფუნქციონირებს, რომელიც მისი თავდაპირველი ექსპლუატაციის დროს 1963 წელს დამონტაჟდა. ბაგირ-გზებზე სარემონტო სამუშაოები 1990-იანი წლებიდან აღარ ჩატარებულა.

წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი